რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს „გამარჯვების 20 წლისთავი" მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის მისალოცო წერილი ალექსანდრე ანქვაბს რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა საზეიმო მიღებაზე გადასცა.
„გულითადად გილოცავთ თქვენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. ეს ზეიმი არის სიმბოლო აფხაზი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობისა და მისი სურვილისა აშენოს საკუთარი, სუვერენული სახელმწიფო", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ზეიმობს და აღლუმის ჩასატარებლად ემზადება. რომელშიც რუსული საოკუპაციო არმიის ნაწილებიც მიიღებენ მონაწილეობას.