დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ზოლთან და სამუშაობი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი სახლებიდან მათი პირადი ნივთების და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრილი ბაღებიდან მოსავლის გასატანად დამატებით დროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანის მოსახლეობის ნაწილს, მათ, ვისი სახლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა მოხვდა, საცხოვრებლების სრულად დაცლის და ტერიტორიის დატოვების ვადა გუშინ საღამოს 23:00 საათზე ამოეწურათ.