ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი სოჭში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრისას, რუსეთის პრემიერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისადმი რუსეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„შეხვედრისას სამხრეთ ოსეთის სოცეკონომგანვითარების საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თიბილოვმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში ამ მიმართულებით მუშაობას უკვე შეუდგნენ", _ იუწყება ოსური მედია.
მასალის გამოყენების პირობები