27 სექტემბერი ტურიზმის საერთაშორისო დღეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ყველა მოგზაურს და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს, ტურიზმის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
"ყველა მოგზაურს და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს, ვულოცავ ტურიზმის საერთაშორისო დღეს, თუმცა ჩვენ თავს ვიკავებთ ამ ღონისძიების აღნიშვნისგან, რამეთუ 27 სექტემბერი ჩვენთვის არის ტკივილასა და მოუშუშებელი იარის დღე;
ჩვენ აუცილებლად ავღნიშნავთ ტურიზმის საერთაშორისო დღეს, მოვაწყობთ დიდ ზეიმს ქალქ სოხუმში და უამრავ ტურისტს დავპატიჟებთ აფხაზეთში, როგორც საქართველოს ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებაში.
მწამს, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.