დღეს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის ყოველწლიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და მათი განხორციელების ინსტრუმენტებზე ისაუბრა.
დავით მირცხულავამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძირითად შემადგენელ ნაწილზე,
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ მიმოიხილა ენერგოეფექტურობის როლი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში, ასევე ირაკლი შეყილაძემ მოხსენება გააკეთა „ფიქალი გაზის" პერსპექტივებზე საქართველოში და ამ მიმართებით აუცილებელ სამუშაოებზე.
ანზორ ჭითანავამ ვრცლად ისაუბრა ჰიდროენერგეტიკის როლის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში და თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ჰიდროპოტენციალის ათვისება და სქემის ოპტიმიზაცია. მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა ენერგეტიკულ სექტორში ჩასატარებელი რეფორმების აუცილებლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები