დიდუბის ქვესადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ენერგეტიკის მინისტრის მიადგილემ ილია ელოშვილმა და სს „თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ მოინახულეს.
რებილიტაცია უტარდება ქვესადგურის ორ გამანაწილებელ მოწყობილობას: ძველი მოწყობილობები იცვლება თანამედროვე მოდიფიკაციის დანადგარებით, რაც ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გაზრდის.
რეაბილიტაციის შედეგად გამანაწილეებელი მოწყობილობები ერთ დახურულ სათავსოში გაერთიანდება, რაც მართვის და კონტროლის მექანიზმებს გააუმჯობესებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ წლის ბოლოს დამთავრდება.
ქვესადგურ „დიდუბის" 6კვ-ის ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობიდან ელექტრო ენერგია დიდუბის რაიონის მოსახლეობას, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ობიექტებს მიეწოდება. აბონენტების რაოდენობა 16460 შედგენს.
სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს"-ის მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.ჯგუფი „ინტერრაო ეესი"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს"-ის სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერრაო ეეს"-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.