ხვალ, 26 სექტემბერს 12 საათზე „თბილისი მარიოტში" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ახალი ვებ-გვერდის „ სახელმწიფოს ფასის" (www.priceofthestate.ge) პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ცენტრში განმარტავენ, ვებ-გვერდი „სახელმწიფოს ფასი" საჯარო ფინანსების კვლევის ინოვაციური საშუალებაა. პორტალში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ. დეტალურადაა წარმოდგენილი თუ რამდენს და რა მიმართულებით ხარჯავს სახელმწიფო და როგორ იცვლება ეს ციფრები დინამიკაში.
პრეზენტაციას დაესწრებიან ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მედია.
მასალის გამოყენების პირობები