საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ცვლილელებს „ საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. აღნიშნული კანონპროეტქის მიხედვით, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, როგორც ანაზღაურების გარეშე, ასევე ანაზღაურებადი შვებულებიის დღეები, ნაცვლად 126 დღისა 186 დღემდე იზრდება, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში ნაცვლად 140 დღისა, 200 კალენდარული დღე გახდება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.