,,რუსულ ბაზარზე ქართულ სასმელებზე მოთხოვნა იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთნ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან პრაღაში გამართული შეხვედრა შეაჯამა.
,,პრაქტიკულად ყველა ის საკითხი რასაც ჩვენ განვიხილავთ მოგვარებულია, ან თითქმის მოგვარებულია. შეგახსენებთ, რომ აღდგა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე. ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს რაც შეეხება რუსეთში მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ჩვენ მოველოდით. მოთხოვა, თითქმის 2-ჯერ მეტია. ვფიქრობ, ეს კარგია დახმარეება მათთვის ვინც მეღვინეობის სფეროში საქმიანობას", _განაცხადა ჟურნალისტებთან აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, რუსულ ბაზარზე პოლიტიკური რისკის ელემენტიც არის, თუმცა თავად ქართველი ბიზნესმენების გადასაწყვეტია უღირთ თუ არა ამ რისკზე წასვლა.
,, პოლიტიკური რისკის ელემენტი რუსულ ბაზარზე არის, ამაში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ყველა ბაზარს ახასიათებს გარკვეული რისკი და ეს ჩვენმა ბიზნესმენებმა კარგად იციან", _განაცახადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები