გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა(UNODC) და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, დღეს, 23 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო "რადისონში" გაეროს კონტეინერების კონტროლის პროგრამის რეგიონული სემინარი გაიხსნა. სემინარის მიზანი, მსოფლიო მასშტაბით კონტეინერების კონტროლის საკითხების განხილვაა. ღონისძიებაში ოცამდე ქვეყნის (ავღანეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბენინი, განა, მონტენეგრო, პაკისტანი, სენეგალი, ტოგო, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, პანამა და ა.შ.) 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. სწავლება 27 სექტემბრამდე გასტანს.
სემინარის ფარგლებში, სტუმრები ბათუმის პორტსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებენ.