ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ადგილზე არსებულ ვითარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დააკვირდებიან.
როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი მეტრით მოხდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და დვანში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ადგილზე შსს-ს წარმომადგენელთა ჩასვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
"აღნიშნული ადგილისკენ უკვე მიემართებიან ჩვენი წარმომადგენლები და იქ არსებულ სიტუაცისთან დაკავშირებით დეტალურად მხოლოდ ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ შეგვეძლება საუბარი,"- განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
ცნობისთვის, დიცის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დვანთანაც განაახლეს.
არსებული ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის ბაღების ნაწილი და სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დვანში ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ბოლო პერიოდში შეჩერებული იყო.