აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან სურს“.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მათ ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა უთხრა პუტინმა 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
„მას სურს, შეთანხმების მიღწევა. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს, შეთანხმება მიღწეული იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ბაზარს ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობას აწვდის.
„შეხედეთ, ის მსოფლიო ბაზარს ნავთობის დიდ მოცულობას აწვდის. კარგი, ეს კარგია. სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.