დიცის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დვანთანაც განაახლეს.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის ბაღების ნაწილი და სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დვანში ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ბოლო პერიოდში შეჩერებული იყო.