გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 75 წლის გივი ძანძავა გაიტარეს. გამტაცებლები გამოსასყიდ თანხად 100 ათას აშშ დოლარს ითხოვენ. ძანძავას ოჯახში ხუთი ნიღბიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი გამთენიისას შეიჭრა.
გატაცებული თავდამსხმელებმა რუსული საგუშაგოს გავლით გაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასტიკადაა ნაცემი გატაცებულის მეუღლე. გატაცებულის შვილებს უკრაინაში თავისი ბიზნესი აქვთ და სწორედ მათ დაუკავშირდნენ გამტაცებლები გამოსასყიდის მისაღებად.
ყაჩაღები მოითხოვენ, რომ ოჯახმა ქართველ სამართალდამცავ ორგანოებთან არ ითანამშრომლონ.
„მოხუცი, 75 წლის კაცის გატაცება არ ჯდება აფხაზების გენში. რას მივაწეროთ ეს? ამან ისეთი ტენდენცია მიიღო, რომ ხალხი დაშინებულია, ვერ ჩერდებიან იქ და აქეთ გადმოდიან", _ აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ოთარ გოგოხია.