რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა.
ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს დღესასწაული ოსი ხალხის მამაცობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომლებმაც თავიანთი უფლება მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებაზე თავად დაიცვეს".
პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მასშტაბური ამოცანების წინაშე დგას და აღნიშნა, რომ ამ გზაზე რუსეთი გააგრძელებს ე.წ. რესპუბლიკის მხარდაჭერას.