შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნანეტაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა.
"განცხადება გუბერნატორის სახელზე ბადრი ნანეტაშვილმა გუშინ დაწერა, თუმცა მასზე რწმუნებულს ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია", - აცხადებენ ლადო ვარძელაშვილის აპარატში.
არსებული ინფორმაციით, ნანეტაშვილი საქმიანობას მის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია "თრიალეთში" გააგრძელებს.