აფხაზეთში რუსი დიპლომატის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. სალეჩოს პირველი მდივნის სავარაუდო მკვლელი ჩეჩენი ეროვნების უისუპ ლაკაევია.
„წინასწარი ინფორმაციით, ვიშერნევის მკვლელობის შემდეგ ლაკაევი საქართველოში გადავიდა იმისათვის რათა შემდეგ თურქეთში გაასულიყო, თუმცა ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს", _ წერს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატი სოხუმში 9 სექტემბერს მოკლეს. სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვალა ასევე მისი მეუღლე, რომელიც თავდასხმის დროს დიპლომატთან ერთად იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები