მალე, თბილისში პუშკინის სკვერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, საინფორმაციო ცენტრის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 19 სექტემბრისთვის დასრულდება. პუშკინის სკვერში ვგეგმავთ პატარა საინფორმაციო ცენტრის ჩადგმას, სადაც ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ"- აღნიშნა გიორგი სიგუამ. სიგუას ინფორმაციითვე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განთავსდება ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შენობის მახლობლად მდებარე კოშკში, რომელიც ადმინისტრაციის ბალანსზე უკვე გადავიდა. სიგუას განმარტებით, კოსკში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები