აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ აფხაზეთი ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებებში არ მონაწილეობს. ეს განცხადება მან რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ, როგორც თქვენ იცით, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას არ ვიღებთ, თუმცა მრავალი ჩვენი მოქალაქე ოლიმპიადის მაყურებელი იქნება. ეს დიდი ზეიმია ყველა ჩვენგანისათვის", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი, როგორც „მეზობელი" ასევე მზადაა ოლიმპიადისათვის.
„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ სტუმრებს, მოვუწყოთ მათ ექსკურსიები, განვათავსოთ ისინი თუკი ეს საჭირო გახდება", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი.