სოფელ დიცთან ვითარება უცვლელია რუსი ოკუპანტები ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. რამდენიმე ხნის წინ ადგილზე ერთმანეთს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის დამკვირვებლები, რუსი ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები შეხვდდნენ.
შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რობერტ გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს საკმაოდ უკმეხად განუცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არავის არ აქვს და საქართველოს ნებისნიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, მათ შორის ჟურნალისტები დაჯარიმდებიან 2000 რუბლით თუ გადაკვეთავენ ე.წ. საზღვარს.
ამას გარდა, ოსმა სეპარატისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ჟურნალისტებს რომლებიც ადგილზე დღეს დილიდან მუშაობდნენ. მათ იარაღითაც დაემუქრნენ და უთხრეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მათგანი დაკავებული იქნებოდა.
ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დიცთან ე.წ. საზღვრის მშენებლობა დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
„არც ერთ დე-ფაქტო თუ დე-იურე სახელმწიფო სტრუქტურის, თუ ზოგადად დე-ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს იმის უფლება, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს.