სოფელ დიცში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფება და სიტუაციას ადგილზე აკვირდება. დიცში ვითარება კვლავ დაძაბულია და საპოკუპაციო ხაზის ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები გრძელდება.
მანამდე სოფელ დიცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაბმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.
საოკუპაციო ზოლს მიღმა რჩება სოფელ დიცის სასაფლაო, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები და სარწყავ არხამდე მისასვლელი გზა.