2013 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 129.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით), ანუ 11.2 პროცენტით მეტია 2012 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 94.8 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.5 მლნ აშშ დოლარი (22.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.8 მლნ ლარი) გასული წლის აგვისტოში.
მასალის გამოყენების პირობები