აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის კლინიკის „ლივ ჰოსპიტალის" საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰასან არსლანყურეგი სტუმრობდა.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ აჭარის სამედიცინო დაწესებულების ექიმების „ლივ ჰოსპიტალში" კვალიფიკაციის ასამაღლებლი კურსების გავლის, ერთობლივი ოპერაციების ჩარატარებისა და ტრენინგების გამართვის საკითხი განიხილეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართეს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა"-ს ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევიან ბათუმის რესპუბლიკურ და ონკოლოგიურ საავადმყოფოს.
მასალის გამოყენების პირობები