აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მოადგილესთან ლევან გორგილაძესთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, საზოგადოების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიულოცეს.
2013-2014 სასწავლო წელს ბსუ-ში ჩაირიცხა 1046 პირველკურსელი, რომელთაგან სასწავლო გრანტი 80 სტუდენტმა მიიღო. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 5 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები