დღეს, 4 მარტს, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რეგიონებში გასვლის ფარგლებში, მორიგ შეხვედრას სიღნაღში გამართავს.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრებში ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც მონაწილეობს.
სიღნაღის შეხვედრას დაესწრებიან დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღისა და საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვდრები უკვე გაიმართა ახმეტის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან.