აფხაზეთში მოკლული რუსი დიპლომატის მეუღლე, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ოლგა ვიშერნევა ყელისა და ხერხემლის არეში იყო დაჭრილი. მას მოტეხილი ჰქონდა ხერხემლის მეშვიდე მალა, მარცხენა ლავიწი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს დილით, აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. საელჩოს პირველ მდივანზე დიმიტრი ვირეშნევზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელებმა დიპლომატის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დიპლომატი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე.