„ძალიან ახლოს ვართ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებასთან, თუმცა ყველა მხარეს თავისი შენიშვნა აქვს",- განაცხადა სოხუმში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ეუთოს მხრიდან ანდრეი დეშიცამ სოხუმში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ჩავიდნენ.
„ძალიან ახლოს ვართ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებასთან, თუმცა ყველა მხარეს თავისი შენიშვნა აქვს და რომ ვიპოვოთ კომპრომისი, მაშინ ჩვენ გვექნება ის დოკუმენტი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება",_ განაცხადა თანათავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2013 წლის 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს.