29 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო რუსმა ოკუპანტებმა შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ექვსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეა, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან ხუთს ჯარიმა შეეფარდა, საქართველოს მოქალაქე კი ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან", - წერს ოსური მხარე.