თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისობის აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
უგულავამ რიყეზე, ევროპის მოედანზე საკრებულოს ტავმჯდომარესთან და დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ყურძნის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა.
უგულავამ კალაუბანში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა შემდეგ კი გორგასლის მოედნის გვირაბი გახსნა.
თბილისის მერი დაესწრო ასევე შარდენზე ბამბისა და რკინის რიგებში მოწყობილ ხილის ფესტივალს. მან ფესტივალის გამარჯვებული გამოავლინა და გარდამავალი საჭუქარი გადასცა. ფესტივალის გამარჯვებული რესტორანი „მეიდანი" გახდა.