ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით _ "სამხრეთ ოსეთი _ გზა თავისუფლებისკენ".
წიგნის ავტორი ცხინვალელი ექსპერტი და პოლიტოლოგი გენადი კოკოევია. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ეს წიგნი გამომცემლობა "იუჟნაია ალანია"-ში დაიბეჭდა. ოსი სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ წიგნის ავტორი მასში მოყვანილი მოვლენების თანამონაწილეა.
"სამხრეთ ოსეთმა, რომელმაც XX საუკუნეში ორი შეიარაღებული კონფლიქტი გადაიტანა აგრესიული მეზობლის _ საქართველოს მხრიდან, შეძლო და თავის დამოუკიდებლონა შეინარჩუნა",_ ნათქვამია წიგნში, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და სათავეებს ეძღვნება.