პატიმრობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ჟურნალისტებთან ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძლიერი გულის ტკივილი ახასიათებს.
,,იმ გამოკვლევამ, რასაც დღესდღეობით უტარებენ, არანაირი შედეგი არ გამოიღო. ჩვენ წერილობით შევიტანთ ამ მოთხოვნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. შესაბამისად, გვაქვს მოთხოვნა, მოხდეს სამოქალაქო სექტორიდან ექიმების შესვლა, რათა კარგად გამოიკვლიონ იგი. თუ ეს ტექნოლოგიურად შეუძლებელია, მაშინ მოვითხოვთ მოხდეს მისი გადაყვანა რომელიმე საავადმყოფოში", - განაცხადა ჩივიაშვილმა.