შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (პლაჟის აკვატორიასთან 100 მეტრის მანძილით მიახლოება, შესვლა და მანევრირება) ჰიდროციკლით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე ტრისტან კ.
აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით
მასალის გამოყენების პირობები