"არანაირი ცვლილების ილუზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს,"- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
თიბილოვის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მიმდინარეობდა ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით და როდესაც ეს საზოგადოება ოსეთში ქართული ჯარის შეჭრას და ცხინვალის დაცხრილვას თვალს ტელევიზიით ადევნებდა, ამას ზეიმობდა. სწორედ ამიტომ ოსი ხალხი ვერასოდეს შეძლებს ამ დანაშაულის დავიწყებას და პატიებას".
ამასთან, თბილოვის თქმით, "მას არ სჯერა, რომ რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება, რადგან ვერ ხედავს ვერანაირ დადებით სიგნალს".
"ძალიან ბევრი განცხადება გვესმის ე.წ. ახალი ხალხისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ივანიშვილის დროსაც და სხვა ახალი ხალხის დროსაც გაგრძელდება. არანაირი ცვლილების ილუზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ახალი ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს",- განაცხადა თიბილოვმა
ცხინვალის საოკუპაციო რეჯიმის ლიდერის შეფასებით, "დღეისთვის საქართველოს და სახმრეთ ოსეთს შორის არანაირი სახის ურთიერთობა არ არსებობს და ერთადერთი რაც არსებობს, ეს ჟენევის პოლიტიკური მოედანია კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატში მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება".
"უკვე გაიმართა ჟენევის დისკუსიის 24-ე რაუნდი და ყველა შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს. ქართული მხარე როგორც ადრე, ახლაც მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ საქართველოში ახალი ძალები მოვიდნენ, ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ეს რა თქმა უნდა სიფრთხილიკენ გვიბიძგებს. ამის გარდა კიდევ რამდენიმე საკითხია, რომლებსაც საქართველო უნდა დაეთანხმოს. ესენია გენოციდის აღიარება, რომელიც საქართველომ ოსი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა. ასევე, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდბლობის აღიარება, საქართველოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება და ბევრი სხვა საკითხი, რომლებზეც საქართველო ჯერ-ჯერობით არ რეაგირებს. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოსთან რაიმე სახის შესაძლო ურთიერთობებზე საუბარი არ არის. ამიტომ ჩვენ საქართველოს მხრიდან ამ საკთხების მოგვარებას ველოდებით და შემდეგ უკვე მომავალი ურთიერთობები მოლაპარაკებების ობიექტია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ,"- განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.