ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკითი გამოცემა expert.ru-თან, 2008 წლის აგვისტოს ომსა და შემდგომ განვითარბულ მოვლენებ აფასებს. კოკითი აღნიშნავს, რომ აღიარება რუსეთის ისტორით იყო განპირობებული და ასევე უახლოესი ისტორიული ლოგიკით. კოკოითი აღნიშნავს, რომ ოსმა ხალხმა საკუთარი არჩევანი რუსეთან თანაცხოვრების 1774 წელს გაკეთა, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
„ჩვენი წინაპრები თავიანთი ფიცის ერთგულნი რჩებოდნენ და რა გვიშლის ხელს, რომ თანამედროვე პირობებში დავიცვათ ეს ფიცი. ყველაზე დიდი დიპლომატიური აკადემია ეს ჩვენი ტრადიცია და ჩვენი პატრიოტიზმია. თუ ჩვენ დავკარგავთ ამას, დავკარგავთ ოსეთსაც და მას ჩვენ არავინ დაგვიბრუნებს. დავკარგავთ რუსეთსაც - სხვა რუსეთი აღარ იქნება"- აცხადებს კოკოითი.
კოკოითი დასავლეთსა და საქართელოს ოსი ხალხის გენოციდში ადანაშაულებს და მიჩნევს, რომ 208 წლის ომი საჭირო იყო გეოპოლიტიკური სტრატეგის რეალიზაცისათვის.
„სწორედ ჩვენთან მოსტყდათ მათ კბილი. უბედურება ჩვენთან ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მოვიდა. მაშინ ოსებსა და აფხაზებს, რომ სუსტი ნება გამოეჩინათ ახლა ტრაგედია უკვე ყაბარდო ბალკანეთში, დაღესტანში და ჩეჩნეთში იბობოქრებდა"- აცხადებს კოკოითი.
მისივე თქმით, ოსეთისა და ჩეჩნეთის მეშვეობით, ერთა და რელიგიებს შორის შუღლის გამოწვევით იგეგმებოდა ომი ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც რუსეთი უნდა დაენგრია და მოსკოვს უარი ეთქვა კავკასიაზე. „ასეთი გეგმა ახლაც არსებობს მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ"- განმარტავს კოკოითი.