სამხრეთ ოსეთს საქართელოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი გამოცემა expres.ru -თან საუბრისას აკეთებს.
კოკოითი აცხადებს, რომ 1920 წელს ოსეთისთვის წართმეული მიწები ამჟამად ყაზბეგის რაიონში ირიცხება, სადაც მრავალი ოსური სოფელია.
„ეს საკითხი საქართელოსთან მოლაპარაკებებისას, როდესაც ის დაიწყება უნდა გახდეს ქვაკუთხედი. ჩვენი პრეტენზიები აბსოლიტურად დასაბუთებულია და დამყარებულია ისტორიული დოკუმენტებით, იქ ამ დრომდე არსებობს მრავალი ოსური სოფელი, ცალკეული ოსური გვრების დასახლებები. სამწუხაროდ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონად გადაიქცა"- განმარტავს კოკოითი.
მისივე თქმით, ამ საკითხის დასმას ვაშინგტონის უმწვავესი რეაქცია მოყვა და თვით კონდოლიზა რაისმა დარეკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„დიახ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები და როდესაც დღეს საქართელო მსოფლიოს გასაგონად აწყობს ისტერიკას, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სახელმწიფო საზღვრის მოწყობას რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ახდენენ და რომ ჩვენ შევიჭერით საქართელოში ათიოდე მეტრით, ეს არის ტყუილი. არავითარ ქართული ტერიტორია იქ არ არის"- აცხადებს კოკოითი.
ის მიჩნევს, რომ სამხერთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა და ამ პროცესის უკან შემობრუნება არ შეიძლება. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართელოსთან მოლაპარაკებები ტერიტორიულ პრეტნზიებთან დაკავშირებით უნდა აწარმოოს.