დღეს, 24 ოქტომბერს, „სინათლის" სტადიონი შვიდკაცა მორაგბეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 14 ქართული („ლოკომოტივი", „ლელო", „ყოჩები", „ბათუმი", „რუსთავი", „აია", „თსუ", „აკადემია", „ხულიგანა", „არმაზი", „დევები", „ფოთი", „ივერია", „ჯარი") და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში სხვებთან ერთად შეიარაღებული ძალების გუდი „ჯარი" იასპარეზებს. ქართველი ჯარისკაცების გუნდი ზაფხულში ქვიშის რაგბის ფესტივალშიც გეგმავს მონაწილებას.
შვიდკაცა რაგბის 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანის შემდეგ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასპარეზობა 25 ოქტომბერსაც გაგრძელდება.