ირანი მზად არის ბირთვულ პრობლემატიკაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან  მოლაპარაკებები განაახლოს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, იტყობინება ფრანს-პრესი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი განცხადება ევროკავშირის საგარეო უერთიერთობათა უმაღლეს კომისართან, კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. 
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა კონკრეტულ ვადებში ჩაერთოს მოლაპარაკებებში", - განაცხადა ზარიფმა. 
თავის მხრივ, ეშტონმა ზარიფს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და საერთაშორისო შუამაველების - „ექსვეულის", ირანთან მუშაობის მზადყოფნა დააფიქსირა. 
შეგხსენებთ, რომ ირანი ბოლო წლების განმავლობაში აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისა. ისრაელი და დასავლეთი კი მას ბრალს დებენ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში.