შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს სომხეთის მოქალაქე არმენ კარაპეტიანი და საქართველოს ორი მოქალაქე ვახტანგ მამალაძე და დიმიტრი ფალავანდიშვილი.
აღნიშნულ პიროვნებებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.