საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ე. ა., რომელიც მართავდა „ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქ ავტომანქანას. საბაჟო პროცედურების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, წინა სავარძლებს შორის მოთავსებულ ხელჩანთაში აღმოჩნდა CZ 75 B GAL.9 LUGER ტიპის ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით და 3 ცალი ვაზნით. მოქალაქის პირად ნივთებში აღმოჩნდა ასევე სანადირო თოფის ვაზნა - 31 ცალი.
ცეცხლსასროლი იაღაღი შემოჰქონდა ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ თურქეთის მოქალაქე რ. კ.-ს, რომელიც მართავდა „ვოლვოს" მარკის მსუბუქ ავტომანქანას. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ავტომანქანის სალონში, წინა სავარძლებს შორის სათავსოში, მას აღმოაჩნდა ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი - SMITH END WESSON SPRINGFIELD.MA U.S.A. VDF5460 Mod 5906 ტიპის, ორი მჭიდითა და 211 ცალი ვაზნით.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის აჭარის განყოფილებას გადაეცა.