ბაჩო ახალაიას სამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.ინციდენტი მოხდა მანდატურებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ე.წ პოლიტპატიმრები ბააჩო ახალიას დასჯას მოითხოვენ. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ბაჩო ახალაიას ადვოკატებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც ერთ-ერთ საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ და ამ მიზნით სასამართლო ეზოში საპროტესტო ლოზუნგებით მივიდნენ - "ბაჩო ახალაია შენი ადგილი სანაგვეზეა", "ცოცხები, ცოცხები, ცოცხები ჩქარა", "რეჟიმი უნდა გასამართლდეს". .