რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ძალოვანი სტრუქტურა შეიქმნას. კერძოდ, ფედერალური საიმიგრაციო სამსახური (ფმს) შს სამინისტროსგან გამოყოფას და თავის თავზე რუსეთიდან არალეგალური მიგრანტების გაძევების ვალდებულების აღებას აპირებს. შეიარაღების შესახებ საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. შს სამინისტროს 20 %-ით შეამცირებენ, ხოლო ფმს-ის თანამშრომლებს მილიციიდან გამოყოფის შემდეგ სამხრეებს ჩამოართმევენ.
ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის დირექტორი კონსტანტინე რაზუმოვსკი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობის დავალებით, ექვსი თვის განმავლობაში უნდა მომზადდეს წინადადებები შს სამინისტროდან ფმს-ისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების ფუნქციების გადაცემის შესახებ.
"მზად ვართ, ჩვენს თავზე ავიღოთ ეს ფუნქციები, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს", _ აცხადებს რაზუმოვსკი.