„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ყარაბაღის მონახულების გამო შედგენილი 335 კაციანი პერსონა ნონ-გრატების ნუსხაზე თვალის გადავლებისას აზერბაიჯანის საზოგადოებას ერთდროულად ორი არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა", _ წერს თავის სტატიაში სახელწოდებით „მახარაშვილი ზა ჩტო?" აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აკპერ გასანოვი.
მისი თქმით, პირველი არასასიამოვნო შეგრძნება მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ყველა იმ სამი ქვეყნის მოქალაქეებმა მოინახულეს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფში შედიან.
„პირველობის პალმა რუსეთს უჭირავს - 91 ადამიანით. აშშ-ს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ოკუპაციის ქვეშ მყოფი მიწები მოინახულეს 34 ადამიანს შეადგენს.
საფრანგეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საერთოდ გაურკვეველია თუ რომელმა ქარმა გადააგდო იქ 17 ადამიანს შეადგენს.
ჯამში აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიები მინსკის ეუთოს ჯგუფის წევრი სახელმწიფოების იმ 142 ადამიანმა მოინახულა, რომელთა სახელმწიფოებიც თითქოს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებით არიან დაკავებულნი", - წერს აზერბაიჯანული მედია, რომელიც მომხდარს, აზერბანულის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშკარა უპატივცემულობად აფასებს და განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოზე ამახვილებს.
„აზერბაიჯანის კარი ასევე დაიხურა საქართველოს ოთხი მოქალაქისათვის, რომლებიც შავ სიაში არიან შეტანილნი. ეს ჟურნალისტური გაერთიანება „Go Group Media"-ს ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი, მწერალი და დრამატურგი დავით ტურაშვილი, ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის" რედაქტორი ბესო ხვედელიძე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილია.
სრულიად გაუგებარია თუ რა დაკარგეს მათ ყარაბაღელ სეპარატისტებთან სტუმრად? საქართველომ ხომ თავადაც მშვენივრად იცის თუ რა არის სამხრეთოსური და აფხაზური სეპარატიზმი. საქართველოში ხომ ასევე ძალიან კარგად იციან იმის შესახებაც თუ რამდენად დიდი შეცდომაა სეპარატისტებთან ურთიერთობა, რომლებიც მენისმიერ საშუალებას ეძებენ იმისათვის რომ ყურადღება მიიპყრონ", _ წერს აზერბაიჯანული მედია და აღნიშნავს:
„და ბოლოს... საქართველოში კარგად იციან სოხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შედეგებზე და ოფიციალურ თბილისს არარერთგზის განუცხადებია, რომ ის მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დროს - ოთხი ქართველი ყარაბაღში"....
ამას გარდა, აზერბაიჯანული მედია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არც ერთ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს, პოლიტოლოგს, საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, პოეტს და აქტივისტს ოსი და აფხაზი სეპარატისტები არ მოუნახულებია.
იმის მიუხედავად, რომ იქ გაუდაბნოებული და გაუკაცრიელებული მთიანი ყარაბაღიდან განსხვავებით, ვთქვათ იგივე აფხაზეთის თავისი ბიჭვინთითა და გაგრით უფრო მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემო აქვს, რომელიც დასვენებისა და შემოქმედებისათვის განგაწყობს", _ წერს აზერბაიჯანული მედია.
სტატიაში ასევე გაზგასმით აღნიშნულია, რომ ახსნა იმისა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ დადიან არის მხოლოდ ერთი - „ჩვენ სიტყვით კი საქმით ვამტკიცებთ, რომ საქართველოს პატივს ვცემთ".
„სამწუხაროდ, საწინააღმდეგო მრავალგზის გვინახავს და ეს მეორე დასკვნაა, იმ ნუსხის ანალიზის გაკეთებისას, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა", - ნათქვამია სტატიის ბოლოს.
მასალის გამოყენების პირობები