ვაშინგტონის მიერ გაკეთებული განცხადებით, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობების ნაწილი, თავდასხმის საფრთხის გამო კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება დახურული. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. 
აღსანიშნავია, რომ კვირას, აშშ-ს დიპლომატიური მისიები 21 ქვეყანაში დაიხურა. 
სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტა, რომ საელჩოების დახურვის ვადიდ გაგრძელება დაკავშირებულია უსაფრთოების ზომებთან და არა ახალი საფრთხეების გაჩენასთან დაკავშირებით არსებულ რეაქციასთან. 
ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული გლობალური გაფრთხილება ტურისტებისათვის აგვისტოს ბოლომდე რჩება ძალაში. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები