ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700 გადააჭარბა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ ჩილეს პრზიდენტის განცხადებით 8.8 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
"უამრავმა ადმიანმა დაკარგა სახლი, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონს არ მიეწოდენა ელექტროენერგია. ჩემი აზრით რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისათვის, რომ ზუსტად დავადგინოთ ის ზარალი, რაც ქვეყნის ეკონომიკას მიადგა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"გარდიანის" ინფორმაციით, ჩილეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა.
"ჩვენი ვალია, რომ კრიზისის დროს ერთად დავდგეთ. ჩვენ უახლოეს მომავალში ჩავალთ ჩილეში და გვერდში ამოვუდგებით ჩილელ ხალხს", - განაცხადა კლინტონმა.