30 ივლისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 36-ე შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართებისა და ღობეების
ფიქსაციის პროცესს და ისაუბრებს ადგილზე შექმნილ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის საკითხი, ასევე, 2008 წლის ომის შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების და საქართველოს იმ მოქალაქეების ბედი,
რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან.