სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ეხება და ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"აღნიშნული განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს შეიარაღების ფოზე გააკეთა. აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ახალ რეალობებს არ ითვალისწინებს, არამედ ეწინააღმდეგება აგვისტოს კრიზისის შემდეგ რეგიონში მიმდინარე სტაბილურობის აღდგენის პროცესს",_ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც აშშ-ს თავდაცვის მდივნის ალექსანდრე ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებების გამო გავცელდა.
"აშშ-ს მხარდაჭერით საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სისხლიანი ომი დაიწყო და ამით რეგიონალურ უსაფრთხოებას უპრეცედენტო საფრთხე შეუქმნა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კი მრავალწილად ნატოში გაწევრიანების სურვილით იყო ნაკარნახევი",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აშშ გმობს რა სტალინური ეპოქის მემკვიდრეობას აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და მხარდაჭერას იმ ფარგლებში, რომლებიც სტალინურ ეპოქაში შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს.
"აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებები აშკარა იგნორირებაა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოიმწვევი მიზეზების შესწავლელი კომისიის ანგარიშისა. აღნიშნული გამოძიება ადასტურებს, რომ საქართველომ მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მან ასევე ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", _ ნათქვამია სერგეი შამბას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, "აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებები რომლებიც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა აშშ-ს ოფიციალურ კურსს ეწინააღმდეგება, იმის გამო, რომ ვერშბოუ მხარს უჭერს სააკაშვილის რეჟიმს რომელმაც მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულებები ჩაიდინა".