ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი მიიჩნევს, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობს, სავარაუდოდ მისთვის „უფროსი ძმის„ მიერა არის შეგდებული და თიბილოვი ამგვარ განცხადებას თავად ვერ გააკეთებდა.
მისივე ვარაუდით, თიბლოვის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის მაუწყებელი იმისა, რომ რუსეთს ამიერიდან ცხიბვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში დიფერენცირებული მიდგომა ექნება.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ფედერალურ ცენტრს არ აქვს რაიმე სახის შესამჩნევი და სეიროზული უთანხმოება, აფხაზური ელიტასთან მოსკოვს ბოლო დროს მდგომარეობა საგრძნობად გაუუარესდა - უძრავი ქონებით დაწყებული, რკინიგზითა და კონფესიური საკითხებით დამთავრებული.
„სამხრეთ ოსეთი მთლიანად კრემლის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აფხაზეთი კი ჯერ ჯერობით მათ წინააღმდეგომას უწევს. ახლა აფხაზეთის დამორჩილების პროცესი მიდის. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო მისი გაშავებს პროცესი რუსეთის ორ ყველაზე მსხვილ გაზეთში - „კომსომოლსკაია პრავდა"-სა და „მოსკოვსკი კომსომოლეც"-ში.
აშკარად სახეზეა, რომ მიდის საზოგადობრივი აზრის მომზადება აფხაზეთის მიმართ გადასადგმელი მკაცრი ნაბიჯებისათვის. თუ ადრე ეს ორი რესპუბლიკა კრემლში დეფისით მოიხსენებოდა, ახლა უკვე კრემლი აუცილებლად მიაქცევს თითოეულ მათგანს ცალ ცალკე ყურადღებას", _ აცხადებს შმულევიჩი.
მისივე აზრით, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება მაინც გულისხმობს თუნდაც არა პრინციპულ მაგრამ მაინც რაღაც სახის დათმობებს რუსეთის მხრიდან აფხაზურ-ოსური მიმართულებით. მაგალითად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ამგვარ დათმობად შესაძლოა როკის გვირაბის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა შეიძლება გახდეს.
„რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობების შესაძლებლობა შეუძლებელია არ აღევებდეს ოსებს როგორც სამხრეთში ასევე ჩრდილოეთში. ესმით რა ეს მოსკოვს ის მათ პოზიტიურ სიგნალს უგზავნის - „ოსეთის გაერთიანება არც თუ ისე შორია".
მათ ეუბნებიან, რომ არავითარი მნიშვნელოვანი დათმობა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით არ იქნება და ასეთ ფანდებს უგდებენ იმიტომ, რომ ისინი მშვიდად იყვნენ. ეს გაკეთებული უპირველეს ყოვლისა ჩრდილოეთ ოსეთისათვის, იმიტომ რომ სამხრეთ ოსეთში საშიში აბსოლუტურად არაფერია. ჩრდილოეთ ოსეთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისათვის - ის ფორპოსტია ჩრდილოეთ კაკავკასიაში, ის განთავსებულია რუსეთის 58-ე არმიის სარდლობა, ავიაბაზა მოზდოკში ანუ ეს არის გასაღები კავკასიისა და სიმშვიდე იქ აუცილებელია", - ამბობს შმულევიჩი.