ზუგდიდში დაკავებული 12 პირი რაიონულმა სასამართლომ 100-100- ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ყველა მათგანის წინააღმდეგ საქმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 
შეგახსენებთ, რომ  12 პირი სამართალდამცავებმა გუშინ დადიანის სახელობის თეატრთან დააკავეს. მათ ..ნაციონალურიო მოძრაობის" წარმომადგენლებს ბოთლები და ქვები დაუშინეს.