საფრანგეთში ქარიშხლის შედეგად მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ "ფრანს ინფო" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში ქარიშხალის შედეგად 4 ადამინაი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქარიშხლის სიჩქრე 150 კილომეტრ საათს შეადგენდა.
ფრანგი მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთს მსგავსი მასშტაბის ქარიშხალი 1999 წლის შემდეგ არ ახსოვს.