შოტლანდიაში მიმდინარე ფეხბურთში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხება და ელიტ-რაუნდში გადასვლის შანსი შეინაჩუნა.
მატჩის მერვე წუთზე ანგარიში ჭანტურიამ განხსნა, მე-40 წუთში მაკგრეგორმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 52-ე წუთზე სხირტლაძემ შოტლანდიელებს გამარჯვების გოლი გაუტანა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ლეგაშვილი, გაგნიძე, ტვილდიანი (მაჭავარიანი, 61), დოლიძე, ყაზაიშვილი, ხოჭოლავა, ჭანტურია, კოშაძე, პარუნაშვილი (არველაძე, 71), სხირტლაძე (ხუბუა, 76), ხარაბაძე. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
მიზნის მისაღწევად ქართველმა ფეხბურთელებმა 25 ოქტომბერს კვიპროსის ნაკრებს უნდა სძლიონ, რაც მე-10 ჯგუფში მეორე პოზიციაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.
25 ოქტომბერს ერთმანეთს საქართველო - კვიპროსი და პორტუგალია - შოტლანდია შეხვდებიან.